Posts

კალათბურთი  — გუნდური  სპორტის  სახეობა, რომელშიც ორი გუნდი, თითოეულში ხუთი მოთამაშით ცდილობს ქულები მოაგროვოს მოწინააღმდეგის კალათში  ბურთის  მოხვედრით ორგანიზებული წესების მიხედვით. ისტორია 1891 წელს სპრინგფილდის (მასაჩუსეტსი, აშშ) კოლეჯის  ანატომიის  მასწავლებელმა ჯეიმზ ნეისმიტმა დაამუშავა პირველი წესები და  1891  წლის  დეკემბერს  პირველი მატჩიც მოაწყო. მალე ახალი თამაში მთელმა ამერიკამ აღიარა, მოგვიანებით კი დანარჩენმა მსოფლიომაც გაიცნო. მოედანი, ბურთი, წესები კალათბურთის სათამაშოდ იყენებენ მოედანს, რომლის ზომაა 28X15 მ. პირითი ხაზების შუა ადგილას სპეციალურ დგარებში დაყენებულია ფარები, რომლებზეც დამაგრებულია ლითონის რგოლებზე დაკიდებული უძირო ბადეები (კალათები). მანძილი იატაკსა და კალათს შორის 305 სმ-ია, თვითონ ფარის ზომებია 180X105 სმ ან 120X80 სმ, ასევე არსებობს ქუჩის კალათბურთის ფარი და სამოყვარულო კალათბურთის ფარი, რომლის ზომებიც განსხვავებულია. კალათის დიამეტრი 45 სმ-ია. ფარის წინ 625-ანი რადიუსით შემოსაზღ...
ფრეონები ფრეონები  —  ჰალოგენოალკანები , ნაჯერი  ნახშირწყლების  (უმეტესწილად  მეთანის  და  ეთანის )  ფტორ  შემცველი წარმოებულები, რომლებსაც გამოიყენებენ  სამაცივრე მანქანებში  როგორც  მაცივარ აგენტს  (მაგალითად,  კონდიციონერებში ).  ფტორის  ატომების გარდა, ფრეონის მოლეკულები ჩვეულებრივ შეიცავენ აგრეთვე  ქლორის   ატომებს , უფრო იშვიათად -  ბრომსაც . ცნობილია 40-მდე სხვა და სხვაგვარი ფრეონი; მათი უმრავლესობა იწარმოება მრეწველობაში. თვისებები ფიზიკური თვისებები ფრეონები —  უფერო ,  უსუნო   აირები  ან  სითხეებია . კარგად იხსნებიან  არაპოლარულ ორგანულ გამხსნელებში , ძალიან ცუდად იხსნება - წყალში და  პოლარულ გამხსნელებში . ქიმიური თვისებები ფრეონები ქიმიურად ძალიან ინერტულები არიან, ამიტომ ისინი არ იწვიან ჰაერზე, არ ფეთქდებიან ცეცხლის ღია ალთან კონტაქტის დროსაც კი. მაგრამ ფრეონის გახურების შემთხვევაში 250 °C-ზე მაღლა წარმოიქმნება მეტად მომწამლ...